Banner

ᲛᲘᲛᲫᲘᲛᲡ ᲐᲛᲐᲖᲔ ᲡᲐᲣᲑᲐᲠᲘ (18+)

0 ბილეთი
--:--
სარდაფი30
0

ᲐᲦᲬᲔᲠᲐ

1.    მიმძიმს ამაზე საუბარი

დუმილის ტვირთი ხშირად უფრო მძიმეა, ვიდრე თითოეული ნათვქამი სიტყვა. „ტვინი უცნაური რამაა. მასში დამცავი მექანიზმი მუშაობს. თუ გინდა შლი ყველაფერს და შენ მერე „არ მახსოვოს“ იძახი. ხო, მაგრამ სადღაც მაინც ხომ გახსოვს. საშინელებაა ეს ყველაფერი“

ენჯე გიზატოვას „მიმძიმს ამაზე საუბარი“ არის მკაფიო გამოძახილი იმ ეპოქისა, სადაც სიჩუმე გადარჩენის ფორმად იქცა, სადაც თმენა იყო ერთადერთ გზა სიცოცხლის შენარჩუნებისა. ეს არის პიესა საბჭოთა დროის ადამიანებზე - მათზე, ვინც იცხოვრა მუდმივ შიშში, ვინც იძულებული იყო საკუთარი განცდები შინაგან მონოლოგად ექცია.

სპექტაკლი მოგვითხრობს იმ ქალების ისტორიის შესახებ, რომლებიც გულაგის საკონცენტრაციო, ეგრედ წოდებულ „სიკვდილის ბანაკებში“ აღმოჩნდნენ. გულაგის სახელით ცნობილი საბჭოთა სადამსჯელო სისტემის ნაწილი მოიცავდა შრომით-გამოსასწორებელი ბანაკებისა და კოლონიების მთავარ სამმართველოებს. პატიმრები სასჯელის მოხდასთან ერთად იძულებით ასრულებდნენ ფიზიკურ სამუშაოს, საცხოვრებლად თითქმის გაუსაძლის პირობებში.

ეს არის ისტორია ნამდვილ ადამიანებზე: დედებზე, დებზე, ცოლებზე, შვილებზე, მეგობრებზე. ისტორია, რომელიც ეხება ადამიანური ღირსების შენარჩუნებას ყველაზე რთულ პირობებში და რომელმაც ჯერ კიდევ შემორჩენილი დუმილი უნდა დაარღვიოს.

 

შემოქმედებითი ჯგუფი:

პიესის ავტორი - ენჯე გიზატოვა

რეჟისორი - სოსო ნემსაძე

კოსტიუმების მხატვარი - ბარბარა ასლამაზი

ტექნიკური რეჟისორი - ინა ხომასურიძე

მონაწილეობენ: ნათია მელაძე, თეონა ხვედელიძე, ანა შარვაძე / სოფიკო ჩხიტუნიძე, მარიამ კვიტაიშვილი, გვანცა კანდელაკი, ნათია არბოლიშვილი, არჩილ მაკალათია, ვაკო კობერიძე/ვატო სანიკიძე