პრემიერა
ᲡᲪᲔᲜᲐ / STAGE1234567891011121314151112Balcony / აივანი
თავისუფალი

0 ბილეთი

--:--

გასაგრძელებლად აირჩიე ადგილები

ᲐᲦᲬᲔᲠᲐ

 

სპექტაკლის შესახებ

28 და 29 ნოემბერს, თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი ,,იმპულსი“ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ქორეოგრაფიული სპექტაკლის პრემიერას - ,,პროცესი’’.

თანამედროვე ქორეოგრაფიული სპექტაკლი ფრანც კაფკას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა და კლასიკურ ლიტერატურულ ნაწარმოებს თანამედროვე ქორეოგრაფიული ენით გვთავაზობს.

 

,,პროცესი’’ ადამიანის არსებობის, უძლურობის, გაუცხოებისა და საზოგადოების წინაშე პიროვნების მდგომარეობას იკვლევს. სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი უცნობი დანაშულის გამო აღმოჩნდება გარემოებათა ტყვეობაში. გაუგებრობისა და აბსურდის ლაბირინთში მოქცეული უიმედობით შებყრობილი მამაკაცი გამოსავლის პოვნას სხვადასხვა გზით ცდილობს.

 

ქორეოგრაფიული ნამუშევარი კაფკას სამყაროსთვის დამახასიათებელ აბსურდულობასა და ადამიანის შინაგან ბრძოლას მოძრაობის, სივრცისა და ემოციური დრამატურგიის საშუალებით გადმოსცემს, რომელსაც ერთი მამაკაცი მსახიობი და ექვსი მოცეკვავე შეასრულებს. 

სპექტაკლი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროსა, შემოქმედები საქართველოსა და ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის მხარდაჭერით. 

 

შემოქმედებითი ჯგუფი:

რეჟისორი და ქორეოგრაფი - თინათინ ქოიავა

კომპოზიტორი - გიგი გეგელაშვილი

მხატვარი - ხატია დავითაშვილი

ვიდეო დიზაინი - ნუკი ღიბრაძე

შემსრულებლები: ვაკო კობერიძე, ემილია გამბაროვა, მარიამ ბარბაქაძე, ციო გელაშვილი, მარიამ ლომიძე, ნინო დემინაშვილი, ნინო ლომიძე

 

 

პრემიერა : 2026 წლის 28,29 ნოემბერი 20:00 საათი

ადგილი: რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი (ფიროსმანის ქუჩა N7)